მიხეილ გორბაჩოვი ავარიაში მოხვდა (ვიდეო)

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ავარიაში მოხვდა. რუსული მედიის ცნობით, პოლიტიკოსი არ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კუუსინენის ქუჩაზე მოხდა. საბჭოთა კავშირის ექსპრეზიდენტის „მერსედესი“ „რენოს“ მარკის ავტომობილს დაეჯახა. გორბაჩოვის მანქანა სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს გადაადგილდებოდა ჩართული ციმციმით და ხმოვანი სიგნალით. „რენოს“ მღოლმა ის დროზე ვერ შეამჩნია და ამის შემდეგ შეჯახება მოხდა. სოციალურ ქსელებში ავარიის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები