ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა ნაწილობრივ შეწყვიტა
რუსეთის ციხეში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ გარკვეული რაოდენობის საკვების მიღება დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრმა ელისაბედ გლინკამ განუცხადა, რომელმაც სავჩენკო პარასკევს მოინახულა. გლინკას განცხადებით, სავჩენკო სვამს რძეს, ჭამს ხაჭოს, გარკვეულ ნაერთებს და შაქარს.
„მას შიშმილობა არ შეწყვიტია, უბრალოდ იღებს საკვებს იმისთვის, რომ სასამართლომდე ცოცხალი იყოს და მედიკოსების დახმარების გარეშე დაესწროს პროცესს“, – ამბობს გლინკა.
სავჩენკო რუსეთის ციხეში 2014 წლის ივლისიდან იმყოფება. მოსკოვი მას დონბასში სამხედრო მოქმედებების დროს რუსი ჟურნალისტების დაღუპვაში ადანაშაულებს. თავად სავჩენკო კი ამბობს, რომ ის უკრაინიდან უკანონოდ გაიტაცეს და რუსეთში გადაიყვანეს. პროტესტის ნიშნად ნადეჟდა სავჩენკო ციხეში უკვე 80 დღეზე მეტხანს შიშმილობს.