ნეთანიაჰუს აზრით, ირანთან შეთანხმება ისრაელის არსებობას საფრთხეს უქმნის
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრები ერთხმად გამოვიდნენ ირანთან ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო „ექვსეულს“ და თეირანს შორის გაფორმდა. „იერუსალიმ პოსტის“ ცნობით, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ეს შეთანხმება ისრაელის, როგორც სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს უქმნის“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ისრაელის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ შეთანხმება არ შეუშლის ხელს ირანს ატომური ბომბის შექმნაში, არამედ, პირიქით, გაუმარტივებს ამ ამოცანას. „შეთანხმება მკვეთრად გაზრდის ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.