პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს ქვემო ქართლით დაინტერესებისკენ მოუწოდა

მთავრობას აქვს ძალიან კარგი საფუძველი, ქვემო ქართლში საინტერესო ბიზნესპროექტების განსახორციელებლად და ამას მიმდინარე საინვესტიციო პროექტებიც მოწმობს – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს ქვემო ქართლით დაინტერესებისკენ მოუწოდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში განსახორციელებელი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 38 მილიონ ლარს შეადგენს.
“მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა. თქვენ გაქვთ ამ რეგიონში საინტერესო ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობა. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველამ – ჩვენ და თქვენ ერთად. ჩვენ მაქსიმალურად მხარში დაგიდგებით. ეს იქნება მეწარმეთა მაქსიმალური ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია, 1 ლარად გადაცემა, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფა ჩვენს ხარჯზე, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის ურზუნველყოფა. ჩვენი საერთო ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას დავეხმაროთ. მე მჯერა, რომ ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ”, – მიმართა პრემიერმა ბიზნესმენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები