ზურაბ ქადაგიძე: დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიანო – ასე გადაინაწილეს უკრაინა და წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე The Financial Times-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ემზადებიან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა ძალის ინტერესებს ემსხვერპლა.

„კრება დარჩა მხიარული“:

24 საათში შტატები მიიღებს სასარგებლო წიაღისეულზე აბსოლუტურ წვდომას;

ამავდროულად, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს უბრუნდებიან;

ევროპა, როგორც ყოველთვის, ბებერი კურტიზანივით დანებდება, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარებით მიიღოს სიამოვნება;

რუსეთი ჯერ ყირიმის აღიარებას ეცდება და შემდეგ, დანარჩენი ოკუპირებული ოლქებისას – ომამდელი სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და სამხედრო მრეწველობა გაასამმაგა…

ვინ დარჩა გაწეწილ-გაგლეჯილი?

სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინა!

P.S. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი!

ასე გადაინაწილეს უკრაინა და ახლა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რას გვიზამდნენ, ქართველი უსამშობლოებისთვის რომ დაგვეჯერებინა და დასავლეთის ძირგამომპალი, ლიბერალური თამაშის წესები მიგვეღო“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები