ჩინეთმა ევროპარლამენტარების წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
ჩინეთის ხელისუფლება ევროპარლამენტარების წინააღმდეგ სანქციების მოხსნას დათანხმდა, რაც ჩინეთსა და ევროკავშირს შორის საპარლამენტო დიალოგის განახლების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ევროპარლამენტის ცნობით, ეს არ ნიშნავს, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ყველა პრობლემა მოგვარებულია.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, დღეს ჯგუფის ლიდერებს აცნობა, რომ ჩინეთმა ევროპარლამენტარების, მათი ოჯახის წევრებისა და საპარლამენტო კომიტეტების წინააღმდეგ სანქციები მოხსნა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც ევროპარლამენტში აცხადებენ, „ევროპარლამენტარების წინააღმდეგ ჩინეთის სანქციების მოხსნა ჩინეთთან საპარლამენტო დიალოგის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯია“.