Bloomberg: უკრაინამ აშშ-სთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწეროს,- ინფორმაციას Bloomberg საკითხთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მხარეები იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტზე უკვე შეთანხმდნენ და მზად არიან, რომ შეთანხმებას ხელი დღესვე მოეწეროს.

ანონიმური წყარო ამბობს, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო უკვე მიემგზავრება ვაშინგტონში ხელმოსაწერად.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის შეთანხმებაზე ქვეყნის პრეზიდენტებს 28 თებერვალს უნდა მოეწერათ ხელი, თუმცა ტრამპსა და ზელენსკის  შორის მომხდარმა საჯარო დაპირისპირებამ ხელმოწერა ჩაშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები