მედია: ისრაელის ჯაშუშობისთვის ნასამართლევი კაცი ირანში სიკვდილით დასაჯეს

ირანმა სიკვდილით დასაჯა ისრაელის ჯაშუშობისთვის ნასამართლევი კაცი, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ოფიცრის მკვლელობაში გადამწყვეტი როლის შესრულებაში ედებოდა ბრალი,- ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, 34 წლის მოჰსენ ლანგარნეშინი გამთენიისას თეირანის მახლობლად, კარაჯში, ღეზელჰესარის ციხეში ჩამოახრჩვეს.

ირანული მედიის ცნობით, მოჰსენ ლანგარნეშინს ბრალად ისრაელის სადაზვერვო სამსახურთან, მოსადთან თანამშრომლობა ედებოდა. მედიის ცნობით, მისი რეკრუტირება და გაწვრთნა 2020 წელს მოხდა, რის შემდეგაც იგი მოსადის სამსახურში ორწლინახევრის განმავლობაში იყო.

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის (IHR) მონაცემებით, ირანში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი კვლავ იზრდება, რამაც საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რადგან მხოლოდ წელს, სულ მცირე, 335 ადამიანი ჩამოახრჩვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები