ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მოსკოვში გამარჯვების დღის აღსანიშნავად პუტინის მოწვევაზე უარი თქვა
ინდოეთმა განაცხადა, რომ რუსეთის ყოველწლიურ გამარჯვების დღის აღლუმს, მოსკოვში თავდაცვის მინისტრი, რაჯნატ სინგჰი დაესწრება. ინდოეთის მთავრობამ რუსეთის მთავრობას უკვე აცნობა, რომ მათ ქვეყანას სინგჰი წარადგენს.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდიც. თუმცა, მან რუსეთში გამგზავრებაზე უარი განაცხადა.
როგორც მედია იუწყება, გასულ კვირას ქაშმირში ინდოელი ტურისტების წინააღმდეგ განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, მოდი, მისი მთავარი მეტოქის, პაკისტანის საპასუხო ქმედებებზეა კონცენტრირებული.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი აპირებს მეორე მსოფლიო ომის, ყველაზე მასშტაბური ხსენების ღონისძიებები გამართოს, რათა საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე ძალების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წელი აღნიშნოს.