მახაშვილი – დაყადაღებულ ფონდებზე: მათი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის წახალისებას და დანაშაულში დახმარებას

“ამ ფონდების საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის წახალისებას და დანაშაულში დახმარებას”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის დაყადაღებული ფონდების ხელმძღვანელთა სახლებში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს გამოეხმაურა.

„ამ ფონდების საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის წახალისებას და დანაშაულში დახმარებას. ამიტომ, თავის არიდება სხვადასხვა მცდელობებით, რა თქმა უნდა, არავის გამოუვა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც დანაშაული ხდება, ამ დანაშაულის ნებისმიერი ფორმით წახალისება, მხარდაჭერა არის ასევე დანაშაულში თანამონაწილეობა.

ამიტომ, ნურავის გაუკვირდება, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ატარებენ შესაბამის ქმედებებს მათ წინააღმდეგ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები