“გაკვირვებული ვარ, როგორი სიმშვიდით შესცქერის მსოფლიო ინდოეთ-პაკისტანის დაძაბულობას” – ამირან სალუქვაძე

“გლობალურ პოლიტიკაში არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მაინც გაკვირვებული ვარ როგორი სიმშვიდით შესცქერის მსოფლიო ინდოეთ-პაკისტანის დაძაბულობას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ინდოეთი პაკისტანზე იერიშის მისატანად ემზადება. წესით, მთელი მსოფლიო უნდა იყოს ჩართული ვითარების დასამშვიდებლად.

ინდოეთს და პაკისტანს შორის დიდი მუხტია დაგროვილი. ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთი, როგორც ყოფილი კოლონიები, ეს ქვეყნები ისე ხელოვნურადაა გახლეჩილი, დაპირისპირების იმდენი კერაა, არა მხოლოდ ამ ორ ქვეყანაში, არამედ მათ მეზობლებს შორისაც, ღმერთმა დაიფაროს ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს.

ომში რომც გადაიზარდოს, არ მგონია ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს, მაგრამ გადახედეთ ამ ქვეყნებს, რა რიცხოვნობის მოსახლეობა შეიძლება ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.

იმედია გადაივლის, როგორც ადრე. უბრალოდ, ყველა გარე აქტორის ჩართულობით, ინტენსიური საშუამავლო დიპლომატია უნდა მიმდინარეობდეს”, – წერს ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები