თურქეთი რუსეთს ყირიმელი თათრების შევიწროებაში ადანაშაულებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ქავუსოღლუმ ყირიმელი თათრების შევიწროების შესახებ განაცხადა. ის ყირიმში „არაფორმალური მისიის“ გაგზავნის ინიციატივით გამოდის, რომელიც მათი უფლებების დაცვას გააკონტროლებს. ქავუსოღლუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს არ შეუერთდა, მაგრამ ყირიმის უკანონო ანექსიას ანკარა არასოდეს აღიარებს. 2014 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის შემდეგ ყირიმელმა თათრებმა მის უკანონობაზე განაცხადეს და შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.