ლუბიცის დანაშაული მეორე „შავმა ყუთმა“ საბოლოოდ დაადასტურა

ალპებში „ჯერმანვინგის“ ავიალაინერის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი მეორე „შავი ყუთის“ გაშიფვრის შემდეგ საბოლოოდ დადასტურდა, რომ A-320-ის კატასტროფა ავიალაინერის მეორე პილოტმა ანდრეას ლუბიცმა შეგნებულად მოაწყო. „შავი ყუთის“ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ლუბიცმა თვითმფრინავი შეგნებულად დაუშვა და ის მთას შეაჯახა.
პირველი „შავი ყუთი“, რომელსაც პილოტის კაბიმაში მიმდინარე საუბარი იყო ჩაწერილი, კატასტროფის მეორე დღეს აღმოაჩინეს. ის, რომ კატასტროფა ანდრეას ლუბიცმა მოაწყო, სწორედ პირველი ჩამწერის გაშიფვრის შემდეგ დადგინდა. 24 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფას 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები