აშშ და დიდი ბრიტანეთი ყაზახეთში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის სამხედროები დღეს ყახახეთში ჩადიან, სადაც ყაზახეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად წვრთებში სახელწოდებით „ტრამალის არწივი“ მიიღებენ მონაწილოებას. ამის შესახებ ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. წვრთნები ალმა- ატასთან ახლოს მდებარე პოლიგონ „ილიისკზე“ გაიმართება. სამხედრო სწავლება ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ბრიტანელი სამხედროები ყაზახელ კოლეგებს ტაქტიკურ წვრთნებს ჩაუტარებენ. წვრთნების მიზანია ყაზახეთის შეიარაღებული ძალების სამშვიდობო უნარ-ჩვევების ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები