ცუკერბერგი რუსი მომხმარებლისთვის ფეისბუქში წვდომის შეზღუდვას გეგმავს
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი რუსეთის მომხმარებლისთვის სოციალურ ქსელზე წვდომის და იქ სხვადასხვა „პოსტის“ დადების შეზღუდვას გეგმავს. როგორც სააგენტო Joinfo.ua იუწყება, ცუკერბერგი „გულგრილად ვერ უყურებს“ იმას, თუ რას სჩადის რუსეთი ყირიმში და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და ამის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს. ცუკერბერგმა მოუწოდა სხვა სოციალურ ქსელებს. მათ შორის ტვიტერს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.