აშშ-ში ტერაქტის ორგანიზებისთვის 2 ქალი დააკავეს

აშშ-ს სპეცსამსახურებმა ორი ქალი დააკავეს, რიმლებიც მასშტაბური ტერაქტის ორგანიზებას გეგმავდნენ. ABC News-ის ცნობით, ისინი ნიუ-იორკში ბომბის აფეთქებას გეგმავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ქალები 20 და 30 წლისანი არიან და ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ შესაბამისად დაამუშავა. ქალბატონები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ბომბის აწყობას, მაგრამ ეს ვერ მოასწრეს.
გასულ კვირას ჩიკაგოში ამერიკულმა სპესცსამსახურებმა ორი ადამიანი დააკავეს. მათ ასევე „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს და ტერაქტების ორგანიზებას აბრალებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები