აზერბაიჯანი გენმოდიფიცირებულ პროდუქციას კრძალავს

აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის იმპორტს და ვაჭრობას კრძალავს. გარდა ამისა, იკრძალება საკვებ პროდუქტებში გენმოდიფიცირებული მასალების გამოყენება. სააგენტო „რეგიონ პლუსის“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გენმოდიფიცირებული პროდუქცია მეცნიერული გამოკვლევისთვის არ არის განკუთვნილი, მისი შემოტანა და რეალიზაცია იკრძალება. ამ წესების დარღვევა კი ფულად ჯარიმას 3-დან 6 ათას მანათამდე, ან 2-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები