პეტერბურგში ოსური დიასპორის ხელმძღვანელი მოკლეს

სანკტ-პეტერბურგში ოსური დიასპორის ხელმძღვანელი ბორის კოჩიევი მოკლეს. კოჩიევის ცხედარი გვიან ღამით მის ბინაში აღმოაჩინეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილია კოჩიევის შვილი, 26 წლის რენატ კოჩიევი, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
შვილის ვერსიით, ბორის კოჩიევი თვითმკვლელობას ცდილობდა, ხოლო შვილი მას დანას ართმევდა და ხელები იმ დროს გაიჭრა. გამოძიებამ ბორის კოჩიევის ბინიდან სამი დანა, ჰანტელები და კალაშნიკოვის მარკის ავტომატი ამოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები