ზურაბიშვილი თბილისის ბიუჯეტზე: ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ საშტატო ერთეულების ზრდა არ მომწონს

თბილისის საკრებულოს წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
როგორც საკრებულოს წევრმა განმარტა, ცვლილებები ჯერ დამუშავების სტადიაზეა და კარგად არ იცნობს, თუმცა ცალსახად არ მოსწონს ის, რომ საშტატო ერთეულები იზრდება.
„ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ახალი შემოსულია და ჯერ დამუშავების სტადიაზეა, თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ საშტატო ერთეულების ზრდა არ მომწონს. ამის ტენდენცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც შეიმჩნეოდა და ეს არ არის სწორი“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები