რომის პაპმა პატიმრებს ფეხები დაჰბანა და აკოცა (ვიდეო)
რომის პაპმა ფრანცისკმა რომის ციხეში საიდუმლო სერობის ხსენების ღვთისმსახურება აღავლინა. ციხე „რებიბია“ ცნობილია იმით, რომ 1983 წელს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ აქ მასზე შეიარაღებული თავდასხმის მონაწილე მეხმეთ ალი აგჯუ მოინახულა. გუშინდელი ღვთისმსახურების დროს რომის პაპმა ფეხები დაჰბანა 12 პატიმარს, მათ შორის – ერთ ბავშვს. პაპის მიერ ჩატარებულ მსახურებას 15 პატიმარი ქალი შვილებთან ერთად ესწრებოდა. „იესო არასდროს არ ივიწყებს სიყვარულს,- თქვა რომის პაპმა, – მას ვუყვარვართ ისე, რომ ჩვენთვის თავს სწირავს“, – ამბობს ფრანცისკი.