“პრეზიდენტს კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის ხელის ჩამორთმევა”

პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით, როცა პრეზიდენტი შემოდის დარბაზში, ვალდებულია, ხელი ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტს გამოსვლისას ეტყობოდა, რომ გარკვეული პირების მიმართ უკმაყოფილო იყო, თუმცა მას ამ პირების სახელები არ დაუსახელებია. დეპუტატი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს ასეთი პირების ვინაობა დაესახელებინა.

“პრეზიდენტმა მე ხელი არ ჩამომართვა, როდესაც პროტოკოლის მიხედვით, როცა პრეზიდენტი შემოდის დარბაზში, ვალდებულია, ხელი ჩამოართვას პირველივე შემხვედრ დეპუტატს. განაწილების მიხედვით პირველები მე და დავით ბერძენიშვილი ვიყავით. ვინც კი მოდის პარლამენტში, ამ წესს იცავს და მან ეს წესი დღეს დაარღვია. როგორც ჩანს, კოტე კუბლაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მოერიდა ჩემთვის თვალებში შეხედვა და ხელის ჩამორთმევა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები