ვლადიმერ ბოჟაძე: ჯო უილსონის ყველა განცხადება მაიდანიზაციის გეგმის მხარდაჭერის ნაწილია

„ჯო უილსონის ყველა განცხადება, რომელიც ჩვენ მოგვისმენია, ან მოვისმენთ მომავალში, მაიდანიზაციის გეგმის მხარდაჭერის ნაწილია,“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ძალისმიერი მეთოდებით შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება.

„ამ სცენარის განხორციელების სურვილი კვლავ არსებობს ქვეყნის გარეთ და ის ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაში არეულობით და დესტაბილიზაციით, კვლავ აგრძელებენ დაფინანსებას და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ჯო უილსონის ყველა განცხადება, რომელიც ჩვენ მოგვისმენია, ან მოვისმენთ მომავალში, უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ რომ სწორედ ამ გეგმის – მაიდანიზაციის გეგმის მხარდაჭერის ნაწილია, ისევე როგორც ნებისმიერი დაფინანსება, რეზოლუცია თუ მხარდაჭერა უკავშირდება ერთად ერთ რამეს, რომ როგორმე ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები