ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართა
ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობა ქარელის, რუისის, აგარისა და ბრეთის ხელოვნების სკოლებმა მიიღეს.
“შემსრულებლები მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგნენ მსმენელის წინაშე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ხელოვნების სკოლები სიგელებით დააჯილდოვეს კლასიკური მუსიკის ფესტივალზე აქტიური მონაწილეობისათვის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.