შეერთებული შტატები რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლს აღარ შეასრულებს. ორივე მხარეს დამოუკიდებლად მოუწევს შეთანხმება,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავ ერთგულები ვართ ამ საკითხის მიმართ, დავეხმარებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ მსოფლიოს გარშემო ფრენას, რათა შუამავლობა გავუწიოთ შეხვედრებს, რომლებიც ახლა ორ მხარეს შორის მიმდინარეობს. დადგა დრო, რომ მათ წარადგინონ და განავითარონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება“, – თქვა ბრიუსმა.
მისი თქმით, ყურადღება მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც სჭირდებათ.