თეა წულუკიანი: „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა – ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული

,,ძლიერი აჭარის გარეშე არ არსებობს ძლიერი საქართველო”,- ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, 2006 წლის 12 იანვარს “ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი ახალგაზრდის მკვლელების საქმეზე მოკლული, რომან სურმანიძის მამას, ოთარ სურმანიძეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული.

„ბევრი რამ გადახდა აჭარას თავს და თქვენი გვარები, აჭარა-აჭარლები იდექით იქ, სადაც საქართველოსთვის ბედი წყდებოდა. ღირსებით იდექით საუკუნეების მანძილზე. ამისთვის ძალიან დიდ მადლობა.
ეს არის სხვებს შორის ის, რის გამოც თქვენი ოჯახები ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდნენ, შესაბამისად „ნავთლუღის სპეცოპერაციის “ საქმე არ არის მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა. ეს არის სრულიად აჭარის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ღირსების წინაშე ჩადენილი დანაშაული, იმიტომ რომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ აჭარას, მათ შორის მთიან აჭარას მოვუფრთხილდეთ. ყველაფერი ალბათ ვერც ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ამაზე ვისაუბროთ ერთად სამუშაო რეჟიმში. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ღირსება არ შევლახოთ აჭარის და აჭარლების, ეს არის ჩვენთვის სათუთი რეგიონი. ძალიან მიხარია, ვხედავ, რომ დღეს აჭარა ვითარდება, სირთულეები კვლავ არის მრავალი, მაგრამ თქვენ აღნიშნეთ და ასევე ბატონმა მიხეილმაც, რომ რეალურად, სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფრთხოდ რომ გეგრძნოთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს თავი, ერთადერთი თავშესაფარი მაშინ სააკაშვილის უმსგავსობის გამო სწორედ თურქეთში იპოვეთ. არასდროს არ დაგჭირვებოდეთ, რომ საქართველოდან სხვა ქვეყნისკენ გექციოთ პირი იმისთვის, რომ უსაფრთხოება სხვაგან გეძებნოთ. საქართველო და აჭარა ყოფილიყოს თქვენთვის ის აკვანი, რომელიც არის თქვენი სამშობლო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები