ფილიპინებში, საბაჟო პუნქტთან ავტობუსის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ ფილიპინებში, სწრაფი სიჩქარით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალის გადასახადის პუნქტთან მდგომ ავტომობილებს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა.
პოლიციის ცნობით, პირველი მაისის დღესასწაულზე, დატვირთული მგზავრობის პერიოდში, რამდენიმე ავტომობილს შორის მომხდარი შეჯახების შედეგად ორ ათეულზე მეტი ადამიანი დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.
არსებული ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილმა ავტობუსის მძღოლმა განაცხადა, რომ მგზავრების ტრანსპორტირებისას ჩაეძინა.
როგორც მედია იუწყება, ფილიპინებში ავტოსაგზაო შემთხვევები უსაფრთხოებისა და საგზაო მოძრაობის წესების არასათანადო დაცვის, გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებისა და უყურადღებო მართვის გამო ხშირად ხდება.