ახალციხეში საცხოვრებელ კორპუსში ქალისა და კაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, სავარაუდოდ, ჯერ ქალს ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.