თამთა მეგრელიშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მოღვაწეობა იდგა სისხლსა და გვამებზე – დათა ახალაია იყო “ნაციონალური მოძრაობის” ჯალათობრივი რეჟიმის ერთ – ერთი სახე, რომლისთვისაც გარდაცვლილი ადამიანი არავინ და არაფერი იყო
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მოღვაწეობა იდგა სისხლსა და გვამებზე.
დათა ახალაია იყო “ნაციონალური მოძრაობის” ჯალათობრივი რეჟიმის ერთ – ერთი სახე, რომლისთვისაც გარდაცვლილი ადამიანი არავინ და არაფერი იყო,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განხილულ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეს.
მეგრელიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეთა, პოლიტიკურ სიბრმავეს და მახინჯ აზროვნებას მათი რეჟიმის მხილების მრავალი წელიც კი არ ცვლის.
„ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მოღვაწეობა იდგა სისხლსა და გვამებზე.
დათა ახალაია იყო “ნაციონალური მოძრაობის” ჯალათობრივი რეჟიმის ერთ – ერთი სახე, რომლისთვისაც გარდაცვლილი ადამიანი არავინ და არაფერი იყო.
კეთილი ინებეთ და მოუსმინეთ
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კუდ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული სამი ახალგაზრდის – მარად ართმელაძის, რომან სურმანიძის და მურად გორგაძის საქმეს, რომელიც „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ სახელით არის ცნობილი.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მყოფმა მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პირდაპირ განაცხადა რომ მას აქვს კადრები სადაც კუდ-ის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია ავტომატს ისვრის და მკვდრებს დასცინის.
ამ ყოველივეს ფონზე ყველა ის ადამიანი რომლებიც დღესაც იცავთ ჯალათობრივი ძალის პოლიტიკურ ინტერესებს, ხართ მოღალატეები, რომლებიც საკუთარ ადამიანურ ბუნებას ეწინააღმდეგებით.
თქვენთვის არაფერია ფასეული და არაფერია მორალურად უხერხული.
თქვენთვის ნანუკა ჟორჟოლიანია ქველმოქმედი და მიხეილ სააკაშვილია ქართული სახელმწიფოს დამაარსებელი და ახალაია, კოდუა და სხვა მრავალი, ამ რეჟიმის შემოქმედნი, სისხლში ამოსვრილი ხელებით მაინც უდანაშაულონი არიან.
“ნაციონალური მოძრაობის” მომხრეებო, თქვენს პოლიტიკურ სიბრმავეს და მახინჯ აზროვნებას ამ რეჟიმის მხილების არაერთი წელიც კი ვერ ცვლის.
სახეზე სიმართლის არ დანახვის და მიღების მძიმე სენია“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.