ლევან დავითაშვილი: „აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ერთობლივად დავისახეთ”

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი თანამშრომლობის მოლოდინები ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი, მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება, თუმცა, მკაფიო იყო იმაზე კომუნიკაციაც, რომ ამას სჭირდება დრო, რადგან ბევრი პრიორიტეტი არსებობს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გვესმის, რომ გლობალური გამოწვევებიც არის ძალიან ბევრი” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა „იმედის” ეთერში განაცხადა, სადაც აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, პრობლემური საკითხებიც იყო განხილვის საგანი.

„იმედი მაქვს, რომ წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს ამ საკითხებს მიუბრუნდეს და ისინი ჩვენთან დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტოს. ჩვენ ამისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ – ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომელიც ერთობლივად დავისახეთ” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები