ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქარელის ცენტრალური სტადიონის სრული რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ტენდერში გამოვლინდა გამარჯვებული, ი.მ ,,ბორის ქირია”.
“დღეს, 1 მაისს, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა გულიაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ ტენდერში გამარჯვებულს და ადგილზე განიხილეს პროექტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულია თანამედროვე UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი მოედნის, 1000 მაყურებლამდე გათვლილი ტრიბუნის, გასახდელებისა და განათებების სისტემის მოწყობა”,- წერია ინფორმაციაში.