პუტინი პირველად 10 წლის განმავლობაში შეიძლება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად 10 წლის განმავლობაში შესაძლოა გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდეს. პუტინის პრესმდივნის განცხადებით, ეს შესაძლებლობა „ამ ეტაპზე განიხილება“. „საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ის საერთაშორისო სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. 2015 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც სექტემბერში იმართება, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების გამოსვლა იგეგმება. პირველად 20 წლის განმავლობაში ამ ღონისძიებაში რომის პაპი ფრანცისკიც მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები