აშშ ყირიმში მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნის ინიციატივით გამოდის

   ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ყირიმის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე დღეს გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად იმსჯელებს. ბარაკ ობამა გეგმავს მერკელს ყირიმში მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნა შესთავაზოს, რის შემდეგაც მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა დაიწყოს – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. სადამკვირვებლო მისიამ ყირიმში ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დაცვა უნდა უზრუნველყოს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ძალადობრივი გზით ახალი ხელისუფლება მოვიდა, ყირიმში რუს მოქალაქეებზე ზეწოლა ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები