საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტრასბურგში ვიზიტი დასრულდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემალაძისა და ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარის სევდია უგრეხელიძის სტრასბურგში ვიზიტი დასრულდა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, საკრებულოს წევრები 28-ე სესიის კონგრესს დაესწრნენ, რომელიც სტრასბურგში 23-დან 26 მარტის ჩათვლის მიმდინარეობდა.
“კონგრესზე, რომელშიც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოები მონაწილეობდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ევროპის თვითმმართველობის პრობლემები და წარმოქმნილი გამოწვევები, ასევე ადამიანის უფლებათა დასაცავად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა რეაგირების ფორმები და მიგრაციის, დისკრიმინაციისა და სოციალური ჩართულობის საკითხები. სტრასბურგში მიმდინარე კონგრესზე დეპუტატები სხვადასხვა თემის განხილვაშიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, როგორიცაა, კონგრესის შემდგომი ორი წლის ბიუჯეტი და გენერალური მდივნის არჩევნები, საარჩევნო სიები და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი ძირითადი კრიტერიუმები. კონგრესის მონაწილეებმა პოლიტიკაში ახალგაზრდობისა და ქალების ჩართულობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სამომავლო სტრატეგიის თაობაზეც იმსჯელეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები