სტამბოლში ჟურნალ Adimlar-ის რედაქცია ააფეთქეს

ერთი ადამიანი დაიღუპა სტამბოლში, ჟურნალ Adimlar-ის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი კი დაიჭრა. მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის ვერსიით, ჟურნალის რედაქციაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ბუნებრივი აირის გაჟონვის ვერსია სამართალდამცველებმა თავიდანვე გამორიცხეს.
სააგენტო Dogan-ის ინფორმაციით, ჟურნალი Adimlar-ი თურქულ რადიკალურ ისლამისტურ ორგაზაციასთან – „დიდი აღმოსავლეთის ისლამისტური დამპყრობლები“ არის დაკავშირებული. ბოლო დროს კი ჟურნალის რედაქცია თავის სტატიებში ქურთისტანის მუშათა პარტიას აკრიტიკებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები