დონბასში ნაღმზე ავტობუსის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

არტიომოვსკიდან გორლოვკაში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ნაღმზე აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 19 დაიჭრა. კიდევ 4 მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
როგორც რუსული მედია იუწყება, ავტობუსის მძღოლი ცენტრალური გზიდან გადავიდა, რათა ბლოკსაგუშაგოსთვის გვერდი აევლო. მიუხედავად იმისა, რომ გრუნტის გზაზე იყო წარწერა: „ნაღმები“, მძღოლმა მისი იგნორირება მოახდინა.
აფეთქება გორლოვკიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მოხდა. მთლიანად ავტობუსში 26 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები