პოროშენკო მასშტაბურ ანტიკრიმინალურ ოპერაციას აანონსებს
უკრიანის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვოლნოვახაში მოკლული უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლის მკვლელის დასჯას მოითხოვს. ამისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მასშტაბური ოპერაცია უნდა ჩატარდეს სახელმწიფოს ყველა ძალოვანი უწყების მონაწილეობით.
ბანდიტები, რომლებიც კლავენ უკრაინელებს, დაუსჯელად არ უნდა დარჩნენ“, – განაცხადა პოროშენკომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე. „ბოროტმოქმედების დაკავება – ღირსების საქმეა“, – აცხადებს პოროშენკო. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი დიმიტრი მანზიკი რამდენიმე დღის წინ ქალაქ ვოლნოვახაში, საკუთარ კაბინეტში ჩაცხრილეს.