საფრანგეთის ოფიციალური წრეები A-320-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის 3 ვერსიას ასახელებენ

სალონის ჰერმეტულობის დარღვევა, ხანძარი და ტექნიკის გაუმართაობა. ეს ის ვერსიებია, რაც, გამომძიებლების აზრით, „ჯერმანვინგის“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ლაინერის დაშვება 8 წუთს გრძელდებოდა, ანუ პილოტები მას ვერ აკონტროლებდნენ. გამომძიებლები გამორიცხავენ ძრავების მწყობრიდან გამოსვლას, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითმფრინავი უფრო მალე დავარდებოდა.
ამ ეტაპზე არ განიხილება ტერაქტის ვერსიაც. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარ კაზნევის განცხადებით, მთავარი ვერსია ტექნიკური გაუმართაობაა.
თვითმფრინავის ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ეს, ძირითადად, გერმანიის და ესპანეთის მოქალაქეები არიან. დღეს გავრცელდა ინფრომაცია, რომ ერთ-ერთი დაღუპული ამერიკის მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები