უკრაინელი მაღალჩინოსანი მთავრობის სხდომაზე დააკავეს

უკრაინის სამართალდამცველებმა ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ბოჩკოვსკი პირდაპირ მთავრობის სხდომაზე დააკავეს. ის სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში და კორუფციულ სქემებში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.
ბოჩკოვსკისთან ერთად მისი პირველი მოადგილე ვასილი სტოეცკიც არის დაკავებული. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, მათ სახელმწიფო უწყებებისთვის ხელოვნურად გაზრდილ ფასად საწვავის შეძენის სქემა შეიმუშავეს. ორივე თანამდებობის პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები