პუტინმა იანუკოვიჩის მინისტრი დაასაქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო ინვესტიციების საკითხში ექსპერტად დანიშნა, – ამის შესახებ გაზეთ “იზვესტიას” რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქონების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი გავრილოვმა შეატყობინა.
უკრაინის ყოფილი მინისტრი რუსეთის ინვესტიციების დაცვაში საკანონმდებლო ინიციატივებზე იმუშავებენ, ასევე გააკონტროლებს რუსეთიდან უკანონოდ გატანილი კაპიტალის დაბრუნების საკითხს. ვიტალი ზახარჩენკო უკრაინაში პრეზიდენტ იანუკოვიჩის მმართველობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მაშინდელი ოპოზიცია მას მაიდანზე მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები