იემენის პრეზიდენტი გაურკვეველი მიმართულებით მიიმალა

იემენის პრეზიდენტი აბდ რაბო მანსურ ხადი ადენში მდებარე სამალავიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა ქალაქთან ამბოხებულების მიახლოვებასთან დაკავშირებით.
შიიტელმა ამბოხებულებმა ცოტა ხნით ადრე იერიში მიიტანეს ავიაბაზაზე, რომელიც ადენთან 60 კილომეტრში მდებარეობს.
საუდის არაბეთმა იემენის საზღვართან შეიარაღებული ძალები გადაისროლა.
პრეზიდენტის სამალავზე შეტევის შემთხვევაში საუდის არაბეთი ამბოხებულებზე ავიადარტყმების განხორციელებას გეგმავს. იემენში მდგგომარეობა ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში „არაბეთის ნახევრაკუნძულის ალ-ქაედა“ მოქმედებს, იემენის შუაგულში კი პრეზიდენტის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები