ამერიკაში 20-დოლარიან კუპიურაზე ქალის პორტრეტის დახატვას აპირებენ
აშშ-ში აქტიურად განიხილება ახალი ინიციატივა – 20-დოლარიან კუპიურაზე, პრეზედენტ ენდრიუ ჯექსონის ნაცვლად, ქალის პორტრეტის დახატვას აპირებენ . უკვე მიმდინარეობს კანდიდატურების შერჩევა.
ერთ -ერთ ვარიანტად აშს-ს ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელების ერთ-ერთი ტომის ბელადი ქალის სურათს ასახელებენ. ეს ინიციატივა თემას კარგად შეესაბამება, ვინაიდამ ჯექსონი ოკლაჰომას შტატში ინდიელების გადასახლებით არის ცნობილი.
ამერიკელი ფემინისტები ცნობილი ფემინისტი ქალის გლორია სტეინემის კანდიდატურას სთავაზობენ. თუმცა ეს, სავარაუდოდ, არ გამოვა – სტეინემი ცოცხალია, ხოლო დოლარის კუპიურებს უკვე გარდაცვლილ ადამიანებს ახატავენ.
ამერიკულ ფულზე პორტრეტების გამოცვლა სიახლე არ არის. თავად ენდრიუ ჯექსონი 20-დოლარიან კუპიურაზე 1929 წელს დახატეს, მანამდე კი მას აშშ-ს პრეზიდენტის გროვერ კლივლენდის სურათი ამშვენებდა.