ავიაკატასტროფას ორი საოპერო მომღერლის სიცოცხლე ემსხვერპლა
საფრანგეთის ალპებში ავიაკატასტროფას ორი საოპერო მომღერლის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი მიხეილ ქირია ავრცელებს.
ქირიას ინფორმაციით, ავიაკატასტროფის დროს ტრაგიკულად დაიღუპნენ ლა სკალის საოპერო მომღერლები: მარია რადნერი და ოლეგ ბრიჟაკი. როგორც ქირია აცხადებს, მისი დებიუტი ლა სკალას სცენაზე, 2012 წლის მარტში, სწორედ მარიასთან ერთად შედგა, შტრაუსის ოპერით “ქალი ჩრდილის გარეშე”.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ალპებში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს 150 მგზავრი დაიღუპა. მათ შორის 2 მცირეწლოვანი და 16 სკოლის მოსწავლე. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მოსწავლეები ესპანეთში მასწავლებელთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ და ესპანეთიდან გერმანიაში ბრუნდებოდნენ.