აშშ-მ რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედრო წვრთნები დაიწყო
პენტაგონმა ბულგარეთსა და რუმინეთში აშშ-ს სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ განაცხადა. 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის სამხედროები პოლიგონ სმარდანის ტერიტორიაზე, რუმინელ სამხედროებთან ერთობლივი მანევრების ჩასატარებლად, დაეშვნენ.
აშშ-ს მე-7 არმიის მებრძოლები კოგელნიჩანუს სახელობის აეროპორტში სახმელეთო ოპერაციის ინსცენირებას მოაწყობენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნატო სამხედრო მანევრებს შავ ზღვაში ატარებდა. ასევე წვრთნები ლატვიის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს ქვეყნების 1100 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.