ბარაკ ობამა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შენელებას აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეანელებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას და იქ არსებულ 9 800 ამერიკელ სამხედროს შეინარჩუნებს.
„იმის გამო, რომ ავღანეთი კვლავ ძალზე სახიფათო ადგილად რჩება, 5500 ჯარისკაცის ნაცვლად აშშ ავღანეთში 9 800 სამხედრო მოსამსახურეს დატოვებს“, – განაცხადა ობამამ თეთრ სახლში ავღანეთის პრეზიდენტთან აშრაფ განისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ობამას განცხადებით, თუ რამდენი სამხედრო დარჩება ავღანეთში 2016 წლის ბოლომდე, მოგვიანებით გადაწყდება. მისივე თქმით, მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავღანეთმა საკუთარი ძალებით შეძლოს.
„ჩვენ სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა მომავალში ავღანეთში დაბრუნება არ დაგვჭირდეს“ – განაცხადა ბარაკ ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები