სააკაშვილი – პოროშენკოს საკმაოდ ცოტა დრო აქვს, რომ მოჯადოებული წრე გაარღვიოს (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს საკმაოდ ცოტა დროს აქვს, რომ კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანა დაიწყოს, – ამის შესახებ ICTV.-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის რეფორმების სერთშორისო საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემაა მოსახლეობის დაბალი ნდობა ხელისუფლების მიმართ და იმედის არარსებობა. „მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ყოველი შემდეგი ხელისუფლება უარესი კი არა, უკეთესია წინაზე. მე ვხედავ, რომ პოროშენკოს ამ მოჯადოებული წრის გარღვევა სურს“, – აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამისთვის პრეზიდენტს არცთუ ისე დიდი დრო, სულ რამდენიმე თვე აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები