საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის ადგილზე საფრანგეთის, გერმანიის და ესპანეთის ლიდერები ჩასვლას გეგმავენ

საფრანგეთში, იმ ადგილას, სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, საფრანგეთის, გერმანიის და ესპანეთის ლიდერები ჩავლენ.
ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ოთხშაბათს დილიდან მაშველებმა ავიალაინერ A-320-ის დაცემის ადგილზე სამძებრო სამუშაოები განაახლეს, რომლებიც გუშინ სიბნელის გამო შეაჩერეს. დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის ადგილზე გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის პირველი პირები გეგმავენ გამგზავრებას. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს ე.წ. შავი ყუთი, რომელიც „ბი-ბი-სის“ ცნობით, დაზიანებულია.
რაც შეეხება ავიაკატასტროფის მიზეზებს, ამ ეტაპზე მთავარ ვერსიად ტექნიკური გაუმართაობა განიხილება, ტერაქტის ვერსიის დამადასტურებელი ცნობები, გამოძიების ინფრომაციით, არ არსებობს.
„ჯერმანვინგის“ თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა. ის საფრანგეთის ტერიტორიაზე. მაღალმთიან ალპებში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 150-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები