ვანდალიზმი მოსკოვში – ბორის ნემცოვის დაღუპვის ადგილი დაარბიეს
მოსკოვის ცენტრში ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილი დაარბიეს. კერძოდ, იქ არსებულ პოლიტიკოსის სურათებზე ვანდალებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ასევე დაამტვრიეს წარწერა, რომ ეს არის „ნემცოვის ხიდი“. აქციაზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაციამ „რუსული გამათავისუფლებელი მოძრაობა“ – SERB.
„ჩვენ ადრეც მოვაწყეთ აქციები ამ ხიდზე“, – განუცხადა გაზეთ „კომერსანტს“ SERB-ის ოფიციალურმა წამომადგენელმა. „მომავალშიც ვაპირებთ „შაბათობის“ მოწყობას, რომ ხიდზე არანაირი ყვავილები არ დარჩეს“.