შეიარაღებულმა რაზმმა ყირიმის რადა გაათავისუფლა

„უცნობმა“ შეიარაღებულმა ნიღბოსანმა პირებმა ყირიმის უმაღლესი რადის და მინისტრთა საბჭოს შენობები გაათავისუფლეს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მათ ასევე ორივე ადმინისტრაციული შენობებიდან დაცვა მოხსნეს. ყირიმის რადის ერთ-ერთი თანამშრომლის განცხადებით, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებმაც რადა აიღეს ტერიტორია დატოვეს და ახლა შენობას კერძო დაცვა და სპეცდანიშნულების რაზმის, „ბერკუტის“ წევრები იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები