საფრანგეთში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

ე.წ შავ ყუთში არსებული მონაცემები შესაძლოა, დაეხმაროს გამომძიებლებს ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენაში. მაშველები სამუშაოებს მაღალმთიან რაიონში აწარმოებენ, საიდანაც უახლოეს გზამდე 15 კილომეტრია, მოდის წვიმა და თოვლი. სამუშაოებში ჩართულია 600 ადამიანი, 2 თვითმფრინავი და 15 ვერტმფრენი.
გერმანული ავიაკომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ნამსხვრევები მისი დაცემის ადგილიდან 600 მეტრშია მიმოფანტული. „ჩვენთვის მთავარია, რაც შეიძლება მეტი სხეულის ფრაგმენტი აღმოვაჩინოთ, რომ სამშობლოში გადავასვენოთ“, – განაცხადა საფრანგეთის შსს-ს წარმომადგენელმა პიერ ანრი ბრანდკემ.
ამ ეტაპზე ავიაკატასტროფის რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის სალონის ჰერმეტულობის დარღვევა და ტექნიკური პრობლემები A-320-ის თვითმფრინავის ბორტზე 144 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 142 მგზავრის შესახებ. ავიალაინერი ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა. ცნობილია, რომ თვითმფრინავში გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის სკოლის მოსწავლეთა ჯგუფი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები