IRI-ს კვლევებზე კალაძე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს
ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით კომენტარს დოკუმენტის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ მან ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„IRI-ს კვლევებს რაც შეეხება, დაველოდოთ ოფიციალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მას კარგი ანალიზი დასჭირდება და შესაძლებელი იქნება კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მონაცემების ნაწილი გახდა ცნობილი. საზოგადოების კეთილგანწყობის რეიტინგში კახა კალაძის მაჩვენებელი 48 პროცენტია.